რას უნდა ელოდო?

მხარდაჭერა
თვითშემეცნება
ცხოვრება აწმყოში
IMG

ლინდა კიკოლაშვილის შესახებ

ლინდა კიკოლაშვილი არის მარკეტინგის სპეციალისტი, ტრენერი და გეშტალტ-ქოუჩი.
2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც Open University-ს გაცვლით პროგრამაზე შეისწავლა მარკეტინგი.
2011 წლიდან სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგულ კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაზე.

WhatsApp Image 2026 01 12 at 5.16.09 PM

პროფესიული გამოცდილება

ლინდა არის ასოცირებული ტრენერი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტოპ-მენეჯერი.
მისი საქმიანობა მოიცავს დამოუკიდებელი ბიზნესების მართვას, კონსულტირებასა და 30-ზე მეტი წარმატებული პროექტის ხელმძღვანელობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

222

გეშტალტ თერაპია, საზოგადოებრივი მოღვაწეობა და პირადი ცხოვრება

2022 წლიდან ლინდა ღრმად ინტერესდება გეშტალტ თერაპიით. მან დაასრულა პირველი საფეხური იგორ პოგოდინის აკადემიაში გეშტალტ კონსულტანტის სპეციალიზაციით და ამჟამად აგრძელებს სუპერვიზიების პროგრამას ლონდონის გეშტალტ ცენტრში გეშტალტ თერაპევტის კვალიფიკაციის მისაღებად.

როგორც პრაქტიკოსი გეშტალტ-ქოუჩი, ლინდა მუშაობს ემოციური ინტელექტის, თანამედროვე გეშტალტის მეთოდოლოგიისა და უსაფრთხო კომუნიკაციის საფუძველზე. იგი ეხმარება ადამიანებს სტრესისა და შფოთვის მართვაში, პირადი რესურსების აღმოჩენაში, ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.

ლინდა არის საავტორო კურსის „გრძნობები და ემოციები“ ავტორი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.